logo
ENG



დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების სურვილის არქონაში ადანაშაულებს

19 ოქტ 202612:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/19/5eccwf65op9qscy.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ომის დასრულება არასდროს სურდა. ტრამპის თქმით, ზელენსკი რუსეთის დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს იმის გამო ახორციელებს, რომ იცის, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის ამერიკელ ფერმერებსა და საწარმოებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად თავდასხმებისა, რუსეთი მსოფლიოს მილიონობით ბარელ დიზელის საწვავს დაბალ ფასად მიაწვდის. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის ეს საკითხი არ ადარდებს, რადგან ევროპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიღებული უზარმაზარი დაფინანსების ფონზე, მას კონფლიქტის დასრულება არ სურს. მისი თქმით, ორი წლის წინ უკრაინის პრეზიდენტს „შეეძლო უკეთესი შეთანხმების გაფორმება, ვიდრე ახლა“.

განცხადებაში ტრამპმა უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითარებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ხოლო მამაკაცი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ იგი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მხარეებს შორის მშვიდობის დამყარებაზე და არ სურს გადადგას ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას ჩამოაშორებს.


close დახურვა