ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნების წევრების მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ისინი ითხოვენ ქართული ოცნების იმ წევრების დაკითხვას, რომლებიც "დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენენ, მაშინ კი ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ".
საუბარია შემდეგ პირებზე: ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ყოფილი შს მინისტრი გეკა გელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ "პლენუმმა ვერ დაინახა კონკრეტული შემხებლობა საქმესთან დაკავშირებით, სარჩელთან დაკავშირებით, თუ რას დაადასტურებენ ეს მოწმეები".
