logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებს

22 ოქტ 202619:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/22/7gcm8z2p6o925of.jpg

 საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს დასრულდა. სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, ორგანოს მუშაობა მომდევნო კვირაშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მომდევნო კვირის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სხდომები ყოველდღიურად 12:00 საათზე დაიწყება. სხდომა ჩაინიშნა ხვალაც.

„დღევანდელ სხდომას ვასრულებთ. ხვალინდელი სხდომა უკვე დაგეგმილია, მაგრამ მინდა, გაცნობოთ, ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობს“, - განაცხადა მოსამართლემ.


close დახურვა