logo
ENG



დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდას

23 ოქტ 202610:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/23/7hv5iq4g9tw25wc.jpg

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დააკავა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მისმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განაცხადა, რომ ჩუბინიძეს ბრალი ოფიციალურად დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს. დაცვის მხარის განმარტებით, დაკავებული კატეგორიულად უარყოფს დანაშაულს, აცხადებს, რომ ის მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, ინფორმაციას აშუქებდა და ბრძოლის გაგრძელებისთვის მზადაა.

ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე გამორიცხავს თავის დაკავშირებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მასთან პირად ან სატელეფონო კომუნიკაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ როგორც ყოფილ პოლიტიკოსს იცნობს.

გამოძიების მტკიცებით კი, ჟურნალისტი მედიასაშუალებებითა და სოციალური პლატფორმებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.


close დახურვა