ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი ავსტრიის ამ ნაბიჯს აუცილებლად უპასუხებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ლიუბინსკიმ აღნიშნა: „რეაქცია გარდაუვალი იქნება“.
