logo
ENG



დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა

23 ოქტ 202619:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/23/ducve0yoz13qo1b.png

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა. 

"სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში.

ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა და ეფუძნებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა.

არ ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ", - თქვა დიტო ჩუბინიძემ სხდომაზე, მისი სიტყვა "ინტეპრესნიუსმა" გაავრცელა. 

პროკურატურამ განმარტებით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.

 


close დახურვა