"ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბუდაპეშტში, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ვახშამზე უნგრეთის პრემიერს, პეტერ მადიარს ესაუბრა.
მისი თქმით ვახშამზე უნგრეთის პრემიერს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ესაუბრა.
"ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც მიეძღვნა 70 წლისთავს უნგრეთის რევოლუციიდან. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე მქონდა შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად მესაუბრა ახალ პრემიერთან ერთად, ბატონ მადიართან ერთად, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის", - თქვა კობახიძემ.
