ისრაელის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიკრიბა. დემონსტრანტები 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ჩავარდნების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი სახელმწიფო კომისიის შექმნას და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ.
აქციას ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ. მათი ნაწილი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების პირობას დებს.
დემონსტრანტების განცხადებით, 7 ოქტომბრის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკა ისრაელის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელი გამოძიების შექმნას არ თანხმდება. საპარლამენტო არჩევნები სამშაბათს გაიმართება.
