logo
ENG



ხაბეიშვილი: იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებს

27 ოქტ 202617:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/27/u1hts66bg8m34s4.png

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და ტელეკომპანია "ფორმულას" მხარდაჭერას უცხადებს. 

"სახის ძვლები დაგვილეწეს, დილეგში ჩაგვაგდეს, ოჯახებს მოგვწყვიტეს, ამწარებენ ჩვენს ახლობელ ადამიანებს, ციხის კარზე ათევს ასეულობით ადამიანი და იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებს?! განა რას ვითხოვთ ასეთს? ვინ შევაწუხეთ ჩვენი თავით ან ჩვენი ოჯახების პრობლემებით?! როგორ დავიჯერო, ამის მხარდაჭერა, სოლიდარობა არ არსებობს, რომ „TV ფორმულა“ გათიშული არ იყოს ციხეში?! რა ღირს ასეთი, რა თანხა ჯდება, რომ ხალხმა ეს ვერ შეძლოს?!

ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს და გააღწია საქართველოდან. 10$ ოპოზიციური არხისთვის თვეში რა გახდა?! რისი იმედი შეიძლება ვიქონიოთ, როცა მინიმალური სოლიდარობა არ არსებობს?!

იქნებ ვინმემ ითავოს ორგანიზება, გააკეთოთ ჯგუფი და ყოველ თვე, თუნდაც 5$-ით დაეხმაროთ ოპოზიციურ მედიას!

ვიჯდებით ციხეში, ვიბრძოლებთ, თავს, ოჯახებს გავწირავთ, მაგრამ ერთი ფინჯანი ყავის თანხა გაიღეთ, ჩვენთვის კი არა - თავისუფალი სიტყვისთვის!

პ.ს. ტელევიზიის წილში შევიდეთ ხალხი! ავიღოთ ჩვენს თავზე და მივიღებთ სახალხო ტელევიზიას(ებს)!

ხალხო გამოფხიზლდით!", - წერს ხაბეიშვილი.

რამდენიმე დღეა, "ფორმულას" მაყურებლის ნაწილს არხის მაუწყებლობა შეუწყდა. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს "ფორმულას" ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.

ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.


close დახურვა