სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ხუთი ბაობაბის ხის საქართველოში ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ქვეყნის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ხეების ექსპორტიორს საჭირო ნებართვა არ ჰქონდა. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხეები ამჟამად ქალაქ დურბანში, ერთ-ერთ საწყობში ინახება. საწყობის მფლობელი კომპანიის, „აფრიკა გლობალ ლოჯისტიქსის“ განცხადებით, საეჭვო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ხეების გაგზავნა შეაჩერეს.
სამხრეთ აფრიკის უწყების ინფორმაციით, ექსპორტიორმა ხეებზე ნებართვის მიღება 2026 წლის 27 ივლისს მოითხოვა, თუმცა განაცხადი 31 ივლისს უარყვეს. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.
ბაობაბები აფრიკისთვის დამახასიათებელი ხეებია, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 2 000 წელს მიაღწიოს. გამოცემის ცნობით, საქართველოში ადრეც შემოიტანეს ასეთი ხეები - 2023 წელს კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2024 წელს გახმა.
