logo
ENG



ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

30 ოქტ 202612:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/30/b7yc2iiostbk5h1.png

ბულგარეთის წარმომადგენლებმა რუსეთის მხარეს, სოფიის აეროპორტში, საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ცხაკაია გადასცეს. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა.

გამოძიების ვერსიით, 2005 წლის მაისში ცხაკაიას ნაცნობთან ფინანსური უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც, დაუდგენელ პირთან ერთად, მისი მკვლელობა დაგეგმა. საქმის მასალების მიხედვით, თანამზრახველებთან ერთად ავტომობილში მყოფ დაზარალებულს დანით არანაკლებ 14 ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ვინაიდან ცხაკაია გამოძიებას ემალებოდა, ის საერთაშორისო ძებნაზე იყო გამოცხადებული. ბულგარეთში მისი დაკავების შემდეგ რუსეთის გენპროკურატურამ ექსტრადიცია მოითხოვა, რასაც ბულგარეთის მხარე დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შსს-ს განცხადებაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქედაც იყო მოხსენიებული, თუმცა გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში თავად ცხაკაია ადასტურებს, რომ ზუგდიდშია დაბადებული, ხოლო კითხვაზე, რომელი მუხლით ედება ბრალი, პასუხობს, რომ არ იცის.


close დახურვა