logo
ENG



ამოღებულია უაქციზო სიგარეტის რეალიზაციით მიღებული 100000 ლარზე მეტი თანხა, დაკავებულია 1 პირი

03 ნოე 202611:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/03/9u4hh90z5gn0dmd.png

უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა