logo
ENG



ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

03 ნოე 202614:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/03/vt8tbyco7scdbuo.png

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ადვოკატის ცნობით, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება.

"მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ხალხის მიერ აგროვილი 50 ათასი ლარი რეჟიმის პროკურატურამ ჯარიმაში წაიღო!", - წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.

ექიმი მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს.

12 სექტემბერს 50 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, გირაოს თანხა იმავე დღეს მოქალაქეებმა შეაგროვეს.

ექიმს ფსიქოტროპულ მედიკამენტზე ყალბი რეცეპტის დამზადებასა და გაცემას ედავებიან.

მაია კოხტაშვილმა სასამართლოში თქვა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა.


close დახურვა