logo
ENG



კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს

07 ნოე 202611:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/07/gf0boi5s2ojtvbd.png

რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, შეუძლებელია  ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე - ამის შესახებ  ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, კაია კალასმა, ვარშავაში, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროპა კვლავაც მხარს უჭერს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ყველა ძალისხმევას. მისი თქმით, ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა.

"ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს.

ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რათა შესაძლო იყოს მისი იმპლემენტაცია, საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს. უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს.

ევროპას ძირეული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით. მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს.

ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება", -  განაცხადა კალასმა.


close დახურვა