logo
ENG



ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყანა რუსეთის შეკავების მიზნით საზღვაო ალიანსს ქმნის

09 ნოე 202611:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/09/kux49l1qfft70yb.png

ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყანა ჩრდილოეთ ატლანტიკაში, არქტიკასა და ბალტიის ზღვაში რუსეთის შეკავებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალ საზღვაო ალიანსს ჩამოაყალიბებს. შეთანხმებას ხელი ბრიტანულ ავიამზიდ HMS Prince of Wales-ის ბორტზე მოეწერება.

ახალ გაერთიანებაში დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია, დანია, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შევლენ. ალიანსის მთავარი მიზანი რუსულ წყალქვეშა ნავებზე მეთვალყურეობის გაძლიერება და საფრთხეების პრევენციაა, რისთვისაც წევრი ქვეყნები ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, სამხედრო-საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალების ერთობლივ ოპერაციებს განახორციელებენ.


close დახურვა