logo
ENG



სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

09 ნოე 202614:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/09/k04xus25m0wofri.png

სენაკის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 1 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ბრალდებულმა თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მეგობარ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა.

 


close დახურვა