უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი, საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე დააკავეს.
"არონ ორბანი საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანაშია ეჭვმიტანილი", - წერს უნგრული მედია.
გავრცელებული ცნობებით, არონ ორბანის ფირმა ვიეტნამის მოქალაქეებს პეჩის უნივერსიტეტში ორდღიან კურსებზე რიცხავდა, რაც მათ შენგენის ვიზების მიღებას უადვილებდა.
ინფორმაცია, ორბანის ძმის დაკავების შესახებ დაადასტურა უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა.
მადიარმა დაწერა, რომ აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნული ორგანო, გამოძიების ეროვნული ბიურო აგრძელებენ გამოძიებას, რომლის ფარგლებში შეიძლება არონ ორბანი იყოს დაკავებული.
