თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა მიღება განახლდა.
აღნიშნულია, რომ მეტროსადგურის ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
"აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
