უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ მუშაობა დაიწყო.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა იმართება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. მათ ასევე შეუერთდებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
"შევაჯერებთ პოზიციებს და მომდევნო ეტაპის მოლაპარაკებებისთვის ნაბიჯებს შევათანხმებთ.
შემდეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით", - წერს უმეროვი.
უმეროვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტებია: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომის შემდგომი უსაფრთხოების მყარი გარანტიები, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და განვითარება, ასევე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება.
