logo
ENG



რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და კურსი შეცვალა

10 ნოე 202622:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/10/h8ofur473jcvt02.jpeg

რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა, რომელსაც აშშ-ის ბაზრისთვის პირველი პარტია გადაჰქონდა, ამერიკაში მყიდველი ვერ იპოვა და აღმოსავლეთ სანაპიროდან უკან გაბრუნდა. ამის შესახებ Bloomberg-ი გემების გადაადგილების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ტანკერი „Agioi Fanendes“, რომელიც დაახლოებით 300 000 ტონა რუსული დიზელით არის დატვირთული, ნიუ-იორკიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით იმყოფებოდა, თუმცა 9 ნოემბრიდან კურსი შეიცვალა და ზიგზაგისებურად გადაადგილდება.

გემი ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკიდან გავიდა. თავდაპირველად დანიშნულების ადგილად ნიუ-იორკი ჰქონდა მითითებული, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია „დაკვეთით“ შეიცვალა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსული საწვავის მიწოდების საკითხს ბაზრის მონაწილეები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის რუსული დიზელის მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების შესახებ შეთანხმება შედგა.

შეთანხმებას აშშ-ის დემოკრატების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, რუსული საწვავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი კრემლს უკრაინაში ომის დაფინანსებაში დაეხმარება. ამასთან, გემების მონიტორინგის მონაცემებით, რუსული დიზელის არც ერთი პარტია ამ დრომდე აშშ-ში არ ჩასულა.


close დახურვა