logo
ENG



ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

11 ნოე 202613:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/11/vzpeayoxqy17srq.jpg
სანდო წყარო

თბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს.

ინციდენტში დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„სანდო წყაროს" ინფორმაციით, დაპირისპირებაში ფიგურირებს ვინმე „კაჭკაჭა“, რომლის სახელი და გვარი სრულად უცნობია. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლებიც. 

შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა