logo
ENG



კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

11 ნოე 202622:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/11/ga3a0o6omfobsv2.png

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ (კუხო/ОДКБ) სომხეთის რესპუბლიკას ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. შესაბამისი გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მოსკოვში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ვლადიმირ პუტინი თავმჯდომარეობდა.

ორგანიზაციის წესდების თანახმად, საწევრო დავალიანების გამო ხმის უფლებისა და თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის შეჩერება ვალის სრულ დაფარვამდე იმოქმედებს. ოფიციალურ ერევანს, რომელსაც 2024 წლიდან პროტესტის ნიშნად დე ფაქტო შეჩერებული აქვს მონაწილეობა კუხო-ს ღონისძიებებსა და დაფინანსებაში, აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოიკოტი გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზაციამ 2022 წელს აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ აგრესიასა და სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დარღვევაზე ვალდებულებები არ შეასრულა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (კუხო/ОДКБ) 2002 წელს დაარსებული რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელსაც რუსეთი ლიდერობს. ორგანიზაციაში რუსეთთან ერთად გაერთიანებული არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი, ხოლო მისი ოფიციალური დეკლარირებული მიზანი წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების ერთობლივი დაცვაა.


close დახურვა