logo
ENG



ოკუპირებულ დონეცკში 18 წლის ახალგაზრდას რვანახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

11 ნოე 202623:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/11/ihd7zms1cmxf443.png

საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად დონეცკში რუსულმა სასამართლომ 18 წლის მარიუპოლელ მიხაილ გულის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად „სახელმწიფოს ღალატი“ და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა წაუყენეს. 

„ბრალდების მხარის ვერსიით, ახალგაზრდა კაცი ტელეგრამით დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და მათ რუსეთის ძალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას გადასცემდა“.

საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდადებული 2025 წლის დეკემბერში დაკავებისას ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაკავებული უკრაინის არმიასთან თანამშრომლობას აღიარებს, თუმცა მსგავს აღიარებებს საოკუპაციო რეჟიმი ხშირად იძულებითი მეთოდებით აღწევს.


close დახურვა