დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფორმულასთან ამბობს, რომ მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები "სცილდება ქრისტიანულ მორალს და ეთიკას".
"ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“, — ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფორმულასთან“
მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა წირვის შემდეგ ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა, რასაც „ოცნების“ წევრების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
