პარიზის მე-2 რაიონში მდებარე ცნობილ საიუველირო მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს, მოხდა. გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა მძარცველებმა მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ალმასები და ძვირფასეულობა გაიტაცეს.
პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს ცეცხლი არ გაუხსნიათ და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამრეწველო გიგანტ De Beers Group-ის კუთვნილ მაღაზიაზე მომხდარი ძარცვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება ორგანიზებული ბანდის მიერ ჩადენილი შეიარაღებული ძარცვის მუხლით დაიწყო, სამართალდამცავები კი დამნაშავეთა დასაკავებლად ყველა საჭირო რესურსს იყენებენ.
