ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ტიხანოუსკაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა.
როგორც ციხანოუსკაია სოციალურ ქსელ X-ზე წერს, შეხვედრა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა.
„წამოვჭერი სირთულეები, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტებისა და ბინადრობის ნებართვების მიღებისა და სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგებისას აწყდებიან. მოვუწოდე იმ ბელარუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც ემიგრაციაშიც პოლიტიკური დევნის წინაშე დგანან“, - აღნიშნავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი.
