logo
ENG



ახალციხის მერმა და რექტორმა კათოლიკეებს დარბაზი არარსებული რემონტის მიზეზით არ დაუთმეს

13 ნოე 202615:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/13/jg3zvngn6740w0q.jpg

13 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ საერთაშორისო კონფერენცია დაგეგმა, რომელიც წმინდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებისათვის საკონფერენციო დარბაზის გამოყოფის თხოვნაზე კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრეს ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ.

როგორც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედიასაშუალება catholic.ge წერს, ორივე თანამდებობის პირმა უარის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა ადგილზე გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ რეალურად არცერთ ობიექტზე მსგავსი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მიუხედავად შექმნილი დაბრკოლებებისა, ღონისძიება ჩატარდა — საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც უცხოელი და ქართველი მკვლევარები ესწრებოდნენ, „ახალციხე ინნის“ საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა.


close დახურვა