logo
ENG



დროა რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს

14 ნოე 202613:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/14/h28pp6ebzshsidf.png

პარტია "დროა" რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად არის მიჩნეული.

პარტიის განცხადებით,  რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზს უკავშირდება, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებას, ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან სავარაუდო ფარული ურთიერთობების მხილებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.

"მეგობრებო, უკვე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომაც შეგვიყვანა პარტია "დროა" არასასურველ ორგანიზაციათა სიაში.

მანამდე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოგვაცხადა არასასურველად, რამდენიმე ჩვენთვის საამაყო მიზეზის გამო. რაში გვედება "ბრალი":

1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;

2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;

3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;

4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;

5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;

6. და ბოლოს, იმაში, რომ “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!

ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!

საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!", - წერს "დროა". 


close დახურვა