logo
ENG



ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

14 ნოე 202616:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/14/qsshs7d749n0m9k.png

დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ უფროსს რამაზ ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. 

გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ამავე საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

თავდაპირველად, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავდა.


close დახურვა