logo
ENG



მეუფე გიორგი ჯამდელიანი "ოცნებას" - ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

15 ნოე 202616:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/15/ocp8p19hu8le936.png

მეუფე გიორგი ჯამდელიანმა საკვირაო ქადაგებისას "ქართულ ოცნებას" მიმართა და შეახსენა, რომ ისინი ქვეყნის ბატონ-პატრონები არ არიან. 

სასულიერო პირი ასევე მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობა გააკრიტიკეს.

"თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან ნუ უყურებთ. თქვენ ხართ როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შილები, ჩვენი შვილები, ჩვენი დედა-ეკლესიის შვილები, მაგრამ ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს. მოვძებნოთ გამოსავალი...

ჩართეთ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან, რაც მეუფეს [იობს] აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაში ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები", - ტქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა. 


close დახურვა