logo
ENG



პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

15 ნოე 202617:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/15/k4pamlvoh11vent.png

ახალი პოლიტიკური პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის წევრებმა საერთო კრებით აირჩიეს 16 ადამიანი, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ მოძრაობის მართვასა და საქმიანობას. ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება.

პარტია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს და ემიგრანტებს.

პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთი თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანონ.

"ოცნება, როგორც ავტორიტარული ძალა, ყველა ალტერნატივას ებრძვის ყველა იმ საშუალებით, რომელიც მის ხელთ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც, ვთქვათ, არ აღიარებს "ქართული ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმს, მის მიერ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ა.შ. ასევე გამოცხადდება არაკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ასე მოიქცევა და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა მათგანს, მათ შორის ჩვენც, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ", - თქვა პარტიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ.

 


close დახურვა