logo
ENG



კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ

15 ნოე 202619:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/15/v63jxfsg1qumh3e.png

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს, რომ ევროკავშირის საზღვაო ძალებმა [EUNAVFOR MED IRINI] 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" კუთვნილი საეჭვო ტანკერი დააკავეს და შეამოწმეს.

კალასის თქმით, გემზე ასვლა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 110-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ტანკერი MV MIDAG ყალბი დროშით დაცურავდა.

კალასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ მოქმედებას როგორც ზღვაში, ისე დიპლომატიური გზებით. მისი თქმით, ასევე ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ.

"ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ. სანქციების სიაში მოხვდებიან ბანკები, ნავთობის შემსყიდველები და კომპანიები, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" მხარს უჭერენ - წერს კალასი. 


close დახურვა