logo
ENG



უკრაინული დრონების იერიშის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

16 ნოე 202612:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/16/fgzh9052g1o7w09.png

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, განხორციელებული დარტყმის შედეგად ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

„მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, — განაცხადა ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეფერხება მხოლოდ ხიდის საავტომობილო ნაწილს ეხება, სარკინიგზო მიმოსვლა კი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რუსული მხარის წინასწარი ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა