logo
ENG



ელიზაბედ რუდი:აშშ აფასებს საქართველოს ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში

01 ნოე 201912:01
3 წუთის საკითხავი
 
6hots32ymijokbt.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ამერიკელი დიპლომატი ქართულ საზოგადოებაში ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკა ამას ძალიან აფასებს. ელიზაბედ რუდი უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ისტორიულია და გრძელდება. თუმცა მე არ მინდა, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელიც შეეხება სამართლებრივ საკითხს ქვეყნის შიგნით", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობა აღეკვეთა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადებები გააკეთა. 


close დახურვა