logo
ENG



ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

17 ნოე 202617:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/17/gzq3act3n9jb3zp.png

დონალდ ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საიმხრივი შეხვედრა გაიმართება  აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში გაიმართება.

ამ ფორმატში ეს სამი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება და დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბირთვული განიარაღებაა, თუმცა ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხსაც დააყენებს. 

ჩინეთში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპი ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტს დაესწრება. მედიასთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხავა, რომ ჩინეთში პუტინსა და სი ძინპინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილო კორეის ლიდერს - კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს. 

 


close დახურვა