ხაშურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ალთან მოხდა. ადგილობრივი მედიის, „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.
როგორც „ტაბულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, გულისხმობს.
