რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC ავრცელებს.
პუტინის თვითმფრინავი ბაოანის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც 18–19 ნოემბერს გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პუტინის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. 19 ნოემბერს კი დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან.
შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომის, ირანისა და ბირთვული განიარაღების საკითხების განხილვა იგეგმება.
