logo
ENG



პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება! განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა

20 ნოე 202619:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/20/si1yjc6mibonycj.png

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...

შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.

ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!", - ნათქვამია წერილში. 


close დახურვა