logo
ENG



მოტყუებით დაეუფლა 187 956 ლარს - დააკავეს 1 პირი

21 ნოე 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/21/argoqxo2e032la2.png

თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა. თუმცა, ბრალდებულმა შეთანხმების პირობები არ შეასრულა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილ თანხას, ჯამში - 187 956 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა