logo
ENG



ექიმი ქუთაისში აფეთქებაზე: ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი

21 ნოე 202615:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/21/bsqpmx36wjf2i8w.png

ქუთაისში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა ერთი ქალი დაშავდა.

აფეთქების შედეგად ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი.

ექიმის განცხადებით, ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აქვს თერმოინჰალაციური დაზიანება, ამასთანავე ქრონიკული დაავადებები.

დღეს, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის განცხადებით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.


close დახურვა