logo
ENG



მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოება

21 ნოე 202616:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/21/xd3kbbptw1sen0a.png

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა ქადაგებისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელისუფლების ურწმუნობაზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე წარმოაჩინა. 

"როცა ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლსიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. მე კი არ შეურაცხყმყვეს მათ, არამედ ღმერთი, ეკლესია. აქედან წარმოჩინდა მათი ურწმუნოება.

ბევრს ჰგონია, რომ სანთელით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არის ფარისევლობა. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ", - თქვა მეუფემ. 

მანამდე, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.


close დახურვა