logo
ENG



ადმინისტრაცია: ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა

22 ნოე 202622:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/23/ci5utx9buj89sjt.jpg

ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. 

"შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.


close დახურვა