ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ დაიწყება.
რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა. მასზე კენჭისყრა მომდევნო დღეს, 26 ნოემბერს გაიმართება.
