logo
ENG



ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

24 ნოე 202615:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/24/7o0dzi8tds3qe86.png

საპატრიარქოს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში.

მართალ აბრაამ მამამთავრის მეოხებით, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას იგი, მიმადლოს მხნეობა და ჯანმრთელობა.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებასა შინა მყოფი მიტროპოლიტი აბრაამი", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციას ავრცელებს ასევე "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი". მათი ცნობით, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რის, და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მიტ­რო­პო­ლიტ აბ­რა­ა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

 

 

 


close დახურვა