logo
ENG



ლემონჯავა: ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი

29 ნოე 202616:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/29/faf3sfglyjowcg0.png

პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა გუშინდელი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ლემონჯავას თქმით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ უდრის ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნავს, რომ "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეული სკანდალი მისთვის მიუღებელი და ფაქტობრივად არასწორია. 

ლემონჯავას თქმით, ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი. 

"გუშინდელი დღის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ რადგან ძალიან სამწუხაროდ, ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქციაზე გამოყენებული ბანერების შინაარსი იქცა, მინდა, ძალიან მკაფიოდ და გაჭრილად ვთქვა, რომ მიშა არ უდრის ბიძინას. ეს შინაარსი ჩემთვის მიუღებელია და ფაქტობრივად არასწორია.

არასწორია ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ორი ერთმანეთს გაუთანაბრო. აქ სიმპათია-ანტიპათიის საკითხი არ დგას, უბრალოდ ორი ფაქტობრივი გარემოებაა:

1. ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი. მისი მთავრობა გამოკვეთილად პროდასავლური იყო;

2. ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

აქ მთავრდება ჩემთვის ეს საკითხი", - წერს გიგა ლემონჯავა. 


close დახურვა