logo
ENG



მამა ანდრია:დაგვევალა 1977 წლიდან დღემდე, განკვეთილი მღვდლმთავრებისა და მღვდლების ბიოგრაფიის შესწავლა

01 ნოე 201914:19
3 წუთის საკითხავი
 
7agoff5fxj1kqig.png

ყოფილ მიტროპოლიტსა და ეპარქიის ახალ მღვდელთმთავარს შორის შეხვედრა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. ამ დროისთვის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით მარტვილში კომენტარს არავინ აკეთებს.

პეტრე ცაავა გრიგოლ კაციას ჩამოსვლას ელოდება. როგორ მოხდება ეპარქიის გადაბარების პროცესი ან რა სახის განხილვა შეიძლება შედგეს, ამაზე პეტრე ცაავას არ უსაუბრია. სასულიერო პირები ეკლესიასთან იკრიბებიან.

მამა ანდრიას განცხადებით, ისინი აპირებენ მოიძიონ ინფორმაცია 1977 წლიდან მოყოლებული ყველა იმ სასულიერო პირზე, რომელსაც პეტრე ცაავას მსგავსი გადაწყვეტილება გამოუტანა სინოდმა. მათი განცხადებით, ისტორიების შესწავლის შემდეგ, ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება.

"ჩვენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ინიციატივა გვინდა გავაჟღეროთ. დაგვევალა 1977 წლიდან დღემდე, განკვეთილი მღვდლმთავრებისა და მღვდლების ბიოგრაფიის შესწავლა, რამდენად კანონიერი იყო და შემდგომში როდესაც აღუდგინეს მათ, ზოგიერთს სიკვდილის მერეც ისევ მიტროპოლიტობა მიანიჭეს. ეს ბიოგრაფიები უნდა იქნეს გამოძიებული და შესაბამისად უცნობი ფაქტები, რაც დღემდე საზოგადოებისთვის მიჩუმათებული იყო და ტაბუდადებული იქნეს განხილული", - განაცხადა მამა ანდრიამ.

 


close დახურვა