logo
ENG



პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე:იმედია აღარ იქნება დამატებითი ზომების მიღება საჭირო

04 ნოე 201908:00
3 წუთის საკითხავი
 
oyj7wf7dmzwwv0k.png

სად მიდის ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი - პეტრე ცაავა ეპარქიას დღეს ტოვებს. დაემორჩილება თუ არა ის სინოდის გადაწყვეტილებას და მივა თუ არა შიომღვიმის მონასტერში, პეტრე ცაავა არ აკონკრეტებს. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ის მსახურებას. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში კი აცხადებს, რომ  პეტრე ცაავას არ აქვს უფლება, თავად აირჩიოს, თუ რომელ მონასტერში უნდა ყოფნა. მისი თქმით, სინოდის გადაწყვეტილებას ყველა საეკლესიო პირი უნდა დაემორჩილოს.

„მიუხედავად ყველაფრისა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და შეუწყნარებელია, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საეკლესიოდ აღასრულებს, წმინდა სინოდმა მას კიდევ ერთხელ მისცა საშუალება დაფიქრების და გამოსწორების. სასურველი იქნება, რომ დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას და ორი თვე მონასტერში გაატაროს. იმედი უნდა გამოვხატოთ, რომ ყოფილი მღვდელმთავარი დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას და აღარ იქნება საჭირო დამატებითი ზომების მიღება, რაც უაღრესად სამწუხარო იქნება“,-განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

თეოლოგების თქმით, ყოფილი მიტროპოლიტი ნაწილობრივ დაემორჩილა სინოდის გადაწყვეტილებას და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში რას გადაწყვეტს სინოდი, ეს მათზეა დამოკიდებული.

„მიტროპოლიტი პეტრე ნაწილობრივ დაემორჩილა იმ განჩინებას, რაც გამოიტანა სინოდმა, ანუ მან მშვიდობიანად დატოვა თავისი ეპარქია და გადააბარა ის დროებით მმართველს, მაგრამ ბოლომდე მას არ დაემორჩილა, ანუ არ წავიდა იმ მონასტერში, სადაც ის გაამწესეს, შიომღვიმეში არამედ წამოვიდა თბილისში. უკვე სინოდზეა დამოკიდებული სინოდი მიიღებს თუ არა კიდევ გადაწყვეტილებებს მასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლევან აბაშიძემ.

 

 

 


close დახურვა