logo
ENG



13 ახალი შემთხვევიდან 3 ლილოს ბაზრობიდან არის - ეზუგბაია

25 ივლ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 13 ახალი ინფიცირებულიდან 3 ე.წ. ლილოს კლასტერია.

მისივე ინფორმაციით, ახალ ინფიცირებულებს შორის არის მედსპერსონალიც. ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 222 პაციენტი მკურნალობს.

„13 ახალი პაციენტიდან 3 არის ლილოს ბაზრობიდან, 1 პაციენტის ინფექციის წყარო არის გაჩიანი, 5 პაციენტი არის იმპორტირებული და აქედან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 შემთხვევა არის ინფიცირებულთან კონტაქტი, 2 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 1 შემთხვევის წყაროს მოძიება ხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა