13 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ელბაქიძის აღმართის, სანაპიროს, ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანულას დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქერჩის, კაჭარავას, ჯანჯღავას, გლდანის ხევის, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების, სიმონ ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, იყალთოს, კოსტავას, პანკისის, გურამ ბზვანელის და გოთუას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, რევაზ მამისაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.