2015 წლის 13-მა ივნისმა და შემდგომმა დღეებმა საზოგადოებას წინააღმდეგობრივი განცდა და ემოციები დაუტოვა, რაც, პირველ რიგში, ტრაგედიის მასშტაბმა და მომხდარზე ახალგაზრდების რეაქციამ განაპირობა.
ეს დღე, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ იქცა ქალაქგეგმარებისა და უსაფრთხოების კუთხით სათანადო დასკვნების გამოტანის წინაპირობად, მაგრამ უაღრესად პოზიტიური მოვლენა ახალგაზრდების უანგარო ძალისხმევაა, რომელიც გაჭირვებაში ჩავარდნილი მოქალაქეებისა და ქალაქის დასახმარებლად მიემართა.